სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცეცხლი შენობის პირველ სართულებზე გაჩნდა, რის შემდეგაც სადარბაზოსა და სხვა სართულებზე გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სახლიდან მცხოვრებლების ავუაკუაცია უკვე განხორციელდა, თუმცა უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის გაჩენის დროს.